The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბონდო კახეთელიძე

ბონდო კახეთელიძე
Date of birth:7 November, 1932
Date of death:2001  (at 68 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1956 წელს.

1957-1967წწ. მუშაობდა რუსეთის ფედერაციასა (დაღესტანი, ჩეჩნეთ-ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, სტავროპოლის მხარე) და უკრაინაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, საქართველოში - სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" სხვადასხვა სამმართველოში - მთავარ ინჟინრად; 1968 წელს მივლინებულ იქნა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ასუანის კაშხლისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაზე; იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსოფლელქტრომშენის" მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი და უფროსი; უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - ქართლში, რაჭაში, სვანეთში, სამეგრელოში, აფხაზეთსა და აჭარაში მცირე ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას და ასევე მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს აფხაზეთში (კონფლიქტის საომარი მოქმედების დროს); 1996-1999წწ. მუშაობდა სათბობენერგეტიკის სამინისტროს სააქციო საზოგადოება "ელექტროგადაცემის" N4 მოძრავ-მექანიზებული კოლონის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; მიღებული ჰქონდა არაერთი სახელმწიფო ჯილდო.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.283-284

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: