The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა კახიანი

შოთა კახიანი
Date of birth:20 January, 1931  (94 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1955 წელს.

მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სპეცსამონტაჟო გაერთიანება "საქმონტაჟსპეცმშენის" ტრესტ "საქელექტრომონტაჟის" თბილისის სამმართველოში - მთავარ ინჟინრად, უფროსად; მონაწილეობდა რუსთავის მეტალურგიული და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნების, რუსთავის ქიმიური და თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატების, აბრეშუმის ფაბრიკის, რესპუბლიკური და ონკოლოგიური საავადმყოფოების, ელექტრომექანიკური და საავიაციო ქარხნების, სს "თელასის" ობიექტების, პარლამენტის შენობისა და სხვა შენობა-ნაგებობათა სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.284

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: