The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ნინუა

ნინო ნინუა
Date of birth:1917
Date of death:2003  (at 86 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდების სპეციალობით 1941 წელს.

1941 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ხიდების კათედრაზე ასისტენტად დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით შრომითი საქმიანობა პოლიტექნიკური ინსტიტუტის რკინა-ბეტონის კათედრაზე კონსტრუქციების კათედრაზე გააგრძელა და აქვე მოღვაწეობდა გარდაცვალებამდე. მის მიერ შემუშავებული კონსტრუქციებით გადაიხურა რუსთავის აზოტისა და ცემენტის ქარხნები. ის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე აწარმოებდა აღნიშნული ობიექტების საზედამხედველო-სამეცნიერო კვლევებს. 1968 წელს ნ. ნინუას დოცენტის წოდება მიენიჭა. მეცნიერს 60-ზე მეტი სამეცნიერო და საწავლო-მეთოდური ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. 1988 წელს მის მიერ შწექმნილი სახელმძღვანელო "რკინა-ბეტონის კონსტრუქციები " წარდგენილი იყო სახელმწიფო პრემიაზე და დღემდე რჩება სამშენებლო სპეციალობის სტუდენტთა ძირითად სახელმძღვანელოდ. 1989 წელს ის პროფესორად იქნა არჩეული, ათეულობით წელი ხელმძღვანელობდა სამშენებლო ფაკულტეტის საგამომცემლო საქმიანობას. ტრანსპორტის ინჟინერი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი(1958).

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ.125-126; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.94

Member of Organizations

  • ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია, საპატიო წევრი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი
    ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის
  • 1990 - საქართველოს სახალხო პედაგოგი
  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: