The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფარნაოზ კახიძე

ფარნაოზ კახიძე
Date of birth:1919
Date of death:1991  (at 72 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1941 წელს.

1942-1966წწ. მუშაობდა საავტომობილო გზების საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტში"; 1966-1967წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო ტრესტში მთავარ ინჟინრად; 1967-1989წწ. საქართველოს სავტომობილო გზების მინისტრის პირველ მოადგილედ; 1956-1965წწ. მივლინებული იყო ავღანეთში, სადაც ხელმძღვანელობდა საავტომობილო გზების დაპროექტებასა და მშენებლობას; მისი ხელმძღვანელობით და ავტორობით დაპროექტდა საავტომობილო გზები, ხიდები, გვირაბები არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთში, უკრაინაში, ჩრდილოეთ კავკასიისა და შუა აზიის რესპუბლიკებში; მონაწილეობდა საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკურ სიმპოზიუმებში ახალი ტექნიკური მიღწევების ათვისებისა და დანერგვის საკითხებზე; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტის სადიპლომო კომისიის თავმჯდომარე, არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.285

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: