The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნათელა ნიჟარაძე

ნათელა ნიჟარაძე
Date of birth:1942  (83 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს და ასპირანტურა 1970 წელს.

1964 წელს  თბილისის საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ცეცხლგამძლე მასალების ლაბორატორიაში ინჟინრის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. 1967-1970წწ.  სწავლობდა ასპირანტურაში, რომლის  დამთავრების შემდეგ, 1970 წელს ისევ ლაბორატორიაში გააგრძელა მუშაობა, ჯერ იყო უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მერე უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1998-2001წწ. ნ. ნიჟარაძეს ლაბორატორიის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2001 წლიდან ის  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპოზიციური მასალებისა და ნაკეთობების ტექნოლოგიის კათედრაზე მუშაობს და ამ კათედრის ასოცირებული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათგან 12 გამოგონებაა, რამდენიმე მათგანი დანერგილია წარმოებაში. ინჟინერ-ტექნოლოგი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი(1973).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კაოლინის ბაზაზე სილიკოთემიტული მეთოდით ცეცხლგამძლეების მიღება და კვლევა".

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ.126-128

Bibliography


Share: