შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თალიკო ჟვანია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1985 წელს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა სპეციალობით პროექტების მენეჯმენტი 2006 წელს. 1985 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე უფროსი ლაბორანტის, ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივნის, საპრობლემო ლაბორატორიის ინჟინრის, მეცნიერ მუშაკის, უფროსი მასწავლებლის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობზე. 2013 წლიდან მუშაობს ეკონომიკური ინფორმატიკის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად, სტუ-ს საგამოცდო ცენტრის მთავარ სპეციალისტად. კითხულობს ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: "დაპროგრამების საფუძვლები", "ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები", "მონაცემთა დამუშავების ენები", "მონაცემთა ბაზების აგების საფუძვლები". არის 2 მონოგრაფიის, 13 სახელმძღვანელოსა და 67 სამეცნიერო სტატიის ავტორი, მონაწილეობდა 25 საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2006). წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.130-131; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: is.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |