The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია რაფავა

მაია რაფავა
დაბადების თარიღი:1945  (80 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1968 წელს.

1968-1995წწ. მუშაობდა კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში ლაბორანტიდან უფროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობამდე. 1995 წლიდან ის ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელია. არის ინსტიტუტის საინიციატივო ჯგუფის წევრი. ხელმძღვანელობდა კვლევით სანუშაოებს, არის 20-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი საკვალიფიკაციო თემის ძირითადი მიმართულება იყო: მაგნიუმის შემცველი მდიდარი მადნების და არაკონდიციური კონცენტრატებიდან ფოსფორისა და კაჟმიწის მოცილების პროცესის კვლევა. აღნიშნული სამუშაო ნახევრადსაწარმოო მასშტაბით ჩატარდა საწარმოო გაერთიანება  "ჭიათურმანგანუმში". სამუშაოს შედეგები გაფორმებულია შესაბამისი აქტით. სპეციალისტები მეთოდს მიიჩნევენ პერსპექტიულად და რეკომენდაციას აძლევენ მრეწველობაში დანერგვისათვის მიკრობიოლოგიურ წარმოებაში ბაქტერიული პრეპარატის მიღების ორგანიზაციის შემდეგ. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1983).

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ.131-132


გააზიარე: