Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან კედია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1932 წელს. 1931-1933წწ. მუშაობდა პედაგოგად საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1933-1938წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში დოცენტად არქიტექტურის კათედრაზე; სხვადასხვა საპროექტო დაწესებულებებში ჯგუფის ხელმძღვანელად და ა. შ.; მისი ნამუშევრებია (დაგეგმარების პროექტები) - ზესტაფონის ცენტრის რეკონსტრუქცია, ჩხოროწყუს, ბოლნისის, ნატანების, რუსთავის მარცხენა ნაპირის, კურორტ წყალტუბოს, ბაკურიანის; დეტალური დაგეგმარება და განაშენიანება - ფოთის, წყალტუბოს, ბაკურიანის; სასტუმროები - ხონში, ლანჩხუთში, 315 ადგილზე ბაკურიანში; კულტურულ-დასასვენებელი სახლები ფოთში, ბაკურიანში; სანატორიუმები - გაგრაში, საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს თანამშრომლებისათვის, მეტალურგების, უსინათლოთა საზოგადოების, გეოლოგების სამმართველოს - წყალტუბოში, ცაიშში; მუზეუმი ვარძიაში, სტუდენტური საერთო საცხოვრებელი თბილისში, თავისუფლების მოედნის რეკონსტრუქცია, ჰიდროტექნიკის და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რეკონსტრუქცია თბილისში, საუნივერსიტეტო კომპლექსი თბილისში (I პრემია), 200-ადგილიანი N9 სააბაზანო წყალტუბოში და სხვა; დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.286 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |