Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ კეკენაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი იქსისი, საჩხერის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1975 წელს. 1975-1992წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "კავგიპროტრანსში" ინჟინერ-კონსტრუქტორად გვირაბების განყოფილებაში; საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" მიწისქვეშა სამშენებლო სამონტაჟო ტრესტის: საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად, სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ, ტრესტის მთავარ ინჟინრად, ტრესტის მმართველად; 1992 წლიდან სააქციო საზოგადოება "თბილქალაქმშენის" ფილიალის დირექტორად; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქ. თბილისის ბინათმშენებლობის, საყოფაცხოვრებო, კულტსაგანმანათლებლო ობიექტების მშენებლობის საქმეში; მისი უშუალო მონაწილეობით აშენდა და კეთილმოეწყო ქ. თბილისის საცხოვრებელი მიკრორაიონები: გლდანი, ვაზისუბანი, ვარკეთილი, ვაშლიჯვარი, მუხიანი, ნუცუბიძის ფერდობი, დიდი დიღომი და სხვა; 1986-1988წწ. მონაწილეობა აქვს მიღებული ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიასთან დაკავშირებულ აღდგენით სამუშაოებში; 1991 წელს მიწისძვრით დაზიანებული რაიონების დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.286-287
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |