Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუსუდან სარალიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი 1979 წელს. 1979-1981წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტორულ სახელოსნოში ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1981 წელს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილ კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე იწყებს მუშაობას. ძირითად კონსტრუქციებზე მუშაობის პარალელურად მან ე. მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით დააპატენტა სამი გამოგონება, რომელიც ეხებოდა ფურცლოვანი გასაშლელი რეფლექტორის სქემას, მისი გაშლის პრინციპებს, დაკეცილ მდგომარეობაში სატრანსპორტო კოსმოსური ხომალდით კოსმოსში გატანას და გაშლას. მუშაობის პროცესში მან ასევე ჩაატარა კვლევები თბილისის ტექნიკურ ბიბლიოთეკაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადენიის ბიბლიოთეკაში და მოსკოვის საკავშირო ტექნიკურ ბიბლიოთეკაში, შედეგად კი მოიძია სერიოზული მასალა აღნიშნული მიმართულებით მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე მუშაობაზე, ყოველივე ამის საფუძველზე შექმნა შესანიშნავი სამეცნიერო-ლიტერატურული ბაზა. გარდა ამისა, რ. სალარიძე არაერთხელ იყო მივლინებით მოსკოვში კოსმოსური კვლევის სხვადასხვა საკავშირო ინსტიტუტებში. 1992 წლის 23-28 ივლისს ქართული ანტენა ყოველგვარი ძალდატანების გარეშე კოსმოსში გაიხსნა, რაც ქართული მეცნიერების დიდი გამარჯვება იყო და ამ მიღწევაში დიდი წვლილი რ. სალარიძესაც მიუძღვის. ინჟინერ-კონსტრუქტორი. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ.139-141
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |