The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალიდა სესაძე

ვალიდა სესაძე
დაბადების თარიღი:1957  (67 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალქალაქი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლთი ტექნიკის ფაკულტეტი 1979 წელს და ასპირანტურა სპეციალობით - მართვის ტექნიკური სისტემები.

1989 წელს აირჩიეს ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის დოცენტად. 2005 წლიდან მართვისა და ავტომატიზაციის კათედრის სრული პროფესორია. 1990-2006წწ. პარალელურად, კათედრის სწავლული მდივანიც იყო. 2006 წელს კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საბჭოს სწავლულ მდივნად აირჩიეს. მისი სამეცნიერო კვლევის სფერო მოიცავს კავშირებს ინვარიანტულ-ჯგუფურ თვისებებსა და იდენტიფიკაციის პრობლემებს შორის, სიმეტრიის პრინციპებს, კავშირებს მართვის სისტემების მდგრადობასა და კატასტროფების თეორიებს შორის, ქაოსის თეორიის გამოყენებას მართვასთან მიმართებაში, სინერგეტიკასა და არაწრფივი დინამიკის თეორიას. მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია მან მიწისძვრების პროგნოზირების შეფასების საქმეშიც. მეცნიერის ნაშრომებს, რომლებიც სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა სანკტ-პეტერბურგის, მოსკოვის, ბერლინის, ბარსელონის, ტალინის და სხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მასალებში, კარგად იცნობენ სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე კოლეგები. მას მსოფლიოს მრავალ წამყვან სამეცნიერო ცენტრთან აქვს საქმიანი კავშირები, მათთან თანამშრომლობით არაერთი აქტუალური საკითხი იქნა დამუშავებული. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1989), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2005).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიმეტრიის პრინციპების გამოყენება განაწილებულ პარამეტრებიანი ობიექტების იდენტიფიკაციისათვის".

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სიმეტრიის პრინციპების გამოყენება სისტემების იდენტიფიკაციის, მართვისა და პროგნოზირებისათვის".

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ.141-143

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: