The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ კერვალიშვილი

ოთარ კერვალიშვილი
Date of birth:14 August, 1948  (76 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა ჟოშხიში, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი მიმოსვლის გზათა მშენებლობის (საავტომობილო გზების) სპეციალობით 1974 წელს.

1975-1990წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "საქსახგზაპროექტში" ინჟინრად, პროექტის მთავარ ინჟინრად, მაგისტრალური გზების განყოფილების უფროსად; 1990-2004წწ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ექსპერტიზის ბიუროს, ექსპერტიზის სამმართველოს უფროსად; 2001 წლიდან არის საავტომობილო გზების დარგის დამოუკიდებელი ექსპერტი; 2005 წლიდან მუშაობს შპს "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" დირექტორად; შრომითი მოღვაწეობის პერიოდში, როგორც პროექტის ავტორს და მთავარ ინჟინერს, მონაწილეობა აქვს მიღებული მთელი რიგი საავტომობილო გზების დაპროექტება-მშენებლობაში, როგორებიცაა: "საგარეჯო-უდაბნოს" (სიგრძით 55 კმ), "წნორი-ენამთა-საბათლო-ფიროსმანის" (0-33 კმ), "ჩოხატაური-ბახმაროს" (სიგრძით 53,5 კმ) და სხვა; 2006-2008წწ. განახორციელა ქ. მცხეთის ცენტრალური და შიდა გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ქ. მცხეთის ყოფილი ბიბლიოთეკის და N4 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია, მცხეთის გარე განათების მოწყობა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქვის საფარის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და ა.შ.; 2007 წელს მისმა ფირმამ გაიმარჯვა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" საავტომობილო გზის 87-ე კმ-ზე არსებული მეწყერის სტაბილიზაციისათვის მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ; გარდა საინჟინრო მოღვაწეობისა, ეწევა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მოღვაწეობას; აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მშენებელთა ენციკლოპედიური ცნობარის, წიგნების "გამოჩენილი მშენებლები და ხუროთმოძღვრები" და სამეცნიერო-ტექნიკური, ინტელექტუალურ-საპატენტო, არქიტექტურულ-სამშენებლო, ფსიქოლოგიურ-სოციოლოგიური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ტერმინების მცირე განმარტებითი ლექსიკონის სარედაქციო კოლეგიების მუშაობაში; 2005 წლიდან არჩეულია საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის ნამდვილ წევრად - აკადემიკოსად; 2012 წლიდან არის რაჭის გადარჩენისა და განვითარების კავშირის თანათავმჯდომარე და სრულიად საქართველოს რაჭის რეგიონის განვითარების ფონდის თავმჯდომარე. 1990 წელს დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.287-288; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.270

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი
    ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის დადგენილ ვადაში დამთავრებისა და მკაცრ კლიმატურ პირობებში მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენისათვის

Share: