Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომან კერვალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზედა ჟოშხიში, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1974 წელს; საქართველოს ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით 1979 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში, სადაც მონაწილეობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მილსაგლინავი საამქროს "დგან 400"-ზე ლითონის მილების დიამეტრის გაზომვის ავტომატური ხელსაწყოს შექმნასა და მის წარმოებაში დანერგვაში; აღნიშნული ხელსაწყოს შემქმნელმა კოლექტივმა მიიღო სახელმწიფო პრემია და დიდი წვლილი შეიტანა საკავშირო მასშტაბით მეტალურგიული მრეწველობის განვითარების საქმეში; 1982-1990წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სპეციალიზებულ ლაბორატორიაში, სადაც მონაწილეობდა უკონტაქტო ელექტრული ამძრავის მართვის სისტემის კონსტრუქციის შექმნაში, რომელიც დაინერგა თბილისის მართვის აპარატურის ქარხანაში "ელექტროაპარატი"; 1990-1995წწ. მუშაობდა საკავშირო აგრარულ ბიოტექნიკურ ინსტიტუტში; 1995-2004წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საგზაო საგადასახადო და საგზაო ფონდის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობზე; 2004 წელს მან შექმნა და სათავეში ჩაუდგა შპს "ავტოგზახიდმშენს", რომელმაც 2004-2005წწ. განახორციელა ხაშურის რაიონის სოფ. ხალებთან და სოფ. წნორთან მდინარე მტკვარზე კიდული ხიდების დაპროექტება და მშენებლობა; ასევე ხარაგაულის რაიონში, სოფ. მოლითთან კიდული ხიდის დაპროექტება-მშენებლობა; ქ. მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული საფარის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და ა.შ. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.288-289
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |