Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა კვანტალიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით 1955 წელს. 1955-1960წწ. მუშაობდა უკრაინაში, სტალონოს ოლქში, დონეცკის მაღაროთა სამმართველოშო სამთო ინჟინრად, ცვლის უფროსად, მაღაროს უფროსად; 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N7 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1965 წლიდან მუშაობდა საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად, ხოლო 1968 წლიდან სამმართველოს უფროსად; მისი მონაწილეობით აშენდა თითქმის ყველა სასტუმრო საქართველოს რეგიონებში; განხორციელდა საქართველოს წარმომადგენლობის რეკონსტრუქცია მოსკოვში, სსრკ მთავრობის დასასვენებელი სახლი მიუსერაში, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის სახლის რეკონსტრუქცია და საქართველოს უმაღლესი სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია თბილისში; ფოთის წყალსათხილამურო ბაზა; 1991-1992წწ. მთავრობის სახლის რეკონსტრუქცია-რემონტი, მწერალთა სახლის რეკონსტრუქცია, მოზარდ-მაყურებელთა რუსული თეატრის შენობა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.289; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.205 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |