The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი კვანტალიანი

Date of birth:1936  (89 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

1960-1974წწ. მუშაობდა საწარმოო გაერთიანება "თბილგაზის" სამშენებლო  სამმართველო "თბილგაზმშენში" ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, კაპმშენებლობის სამმართველოს საქალაქო მეურნეობის მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1974-1975წწ. ხელმძრვანელობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მშენებლობის დირექციას; 1970-1972წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენს", 1982-1986წწ. ამავე სამინისტროს ცენტრალურ სამეცნიერო-საკვლევ სადგურს; 1986-1996წწ. იყო საქართველოს აგროსამრეწველო სახელმწიფო კომიტეტის სამშენებლო გაერთიანება "აგრომშენის" მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორი; 1996-2000წწ. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭოს კადრების განყოფილების უფროსი; ვეტერანთა და პენსიონერთა პროფკავშირების ვაკე-საბურთალოს განყოფილების თავმჯდომარე; არის სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი. აფხაზეთის ომის მონაწილე (1992), ორი მედლის კავალერი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.289-290


Share: