The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როინ კვანტალიანი

როინ კვანტალიანი
Date of birth:1937
Date of death:1990  (at 53 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სამიქაო, აბაშის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1956 წელს; ოდესის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1961 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1961 წელს ყაზახეთის სსრ, ყამირის მხარის, ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქის, სოფლის მეურნეობის საოლქო სამმართველოს, სამშენებლო უბნის უფროსად; 1963 წელს დაბრუნდა ქ. სოხუმში და მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად; 1964-1974წწ. მუშაობდა სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, სადაც განვლო სამსახურებრივი წინსვლის გზა განყოფილების გამგიდან ტექნიკუმის დირექტორობამდე; 1977 წელს აირჩიეს სოხუმის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1985 წელს საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის გულრიფშის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად; 1989 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრის მოადგილედ; დიდი წვლილი აქვს შეტანილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმისა და გულრიფშის რაიონების კომპლექსური განაშენიანების საქმეში; ხელმძღვანელობდა ზემოაღნიშნული რაიონების სოციალურ-კულტურული და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობის საკითხებს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში; მიღებული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.290


Share: