Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიკა სირაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1952 წელს და სილიკატების ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტურა. 1949-1952წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კომკავშირის მდივნის მოადგილე, მდივანი. 1952-1955წწ. კომკავშირის ქ. თბილისის პირველი მაისის რაიკომის პირველი მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის მეორე და პირველი მდივანი. 1955-1962წწ. პარტიის ქ. თბილისის კიროვის რაიკომის, შემდეგ ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი, პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1962-1973წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1973-1986წწ. საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე; 1986-1989წწ. საქართველოს პროფესიული კავშირების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე, 1989-1994წწ. მრჩეველი საქართველოს მინისტრთა საბჭოში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნებრივი რესურსების და საწარმოო ძალების შემსწავლელი კომისიის მეცნიერ-თანამშრომელი. დაჯილდოებულია 4 ორდენით, სამი მედლით და სხვადასხვა საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 143-144 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |