The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ III (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

Date of birth:12??
Date of death:12??
Category:Religious leader

Biography

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1247/48-82 წლებში.

კათალიკოსობის ხარისხი ევდემონ კათალიკოსის შემდეგ მიიღო. ამხელდა და ებრძოდა ქართულ სახელმწიფოებრივ ცხოვრებასა და გაბატონებულ კლასის ზედაფენებში ფეხმოკიდებულ განდგომა-განკერძოებულობას, მომხვეჭელობას, წარმართულ და მონღოლურ წესებს. ნიკოლოზ III გაემგზავრა ურდოში, სადაც მან მიიღო ქართული ეკლესიის დაცვის "იერლაყი" ("შეწყალების წიგნი"), რომელიც ახლად ამტკიცებდა მცხეთის საპატრიარქო სვეტიცხოველის ტაძრის, საეპისკოპოსოებისა და მონასტრების არსებულ შეუვალობასა და პრივილეგიებს. ეკლესიის ავტორიტეტის დაცემის გამო ვერ შეძლო გადამჭრელი ზომების მიღება, ამიტომ გადადგა და თვითვე აკურთხა კათოლიკოსად აბრამი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.433


Share: