Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ VIII (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
Biographyაღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1678-1688 და 1692-1695 წლებში. კახეთის მეფემ ერეკლე I-მა ორჯერ დაიკავა ქართლი, ორჯერვე გადააყენა ნიკოლოზ VIII და მის მაგიერ თავისი ბიძა იოანე დანიშნა. ვახტანგ VI-მ 1705 წელს სცადა ნიკოლოზ VIII აღდგენა, მაგრამ იგი საეკლესიო წრეებმა უარყვეს. 1687 წელს ნიკოლოზ VIII-ს შეუდგენია თავისი ნაშრომ-ნაღვაწის აღმნუსხველი დოკუმენტი, რომლიდანაც ირკვევა, რომ მას მცხეთის მეურნეობის აღდგენისა და სასოფლო ეკლესიების მშენებლობისათვის დიდი სამუშაო შეუსრულებია: აღუდგენია სასახლეები, აუშენებია მარნები, წისქვილები, გაუშენებია ზვრები, ბაღები, გაუყვანია სარწყავი არხები, აღუდგენია ნასოფლარები და სხვ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.433
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |