შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკრაი![]()
ბიოგრაფიაXII ან XIII საუკუნის ქართველი კალიგრაფი. გადაუწერია იოანე სინელის ე.წ. კლემაქსი, რომელიც XI საუკუნეში ბერძნულიდან თარგმნა ექვთიმე მთაწმინდელმა. ხელნაწერი ნუსხურია, წერს ყავისფერი მელნით, ორ სვეტად, ნაწერია მოუსვენარი ხელით, ძნელი საკითხავია: საზედაო ასოები ორნამენტითაა შემკული, კიდურები წვეტიანი აქვს, ზოგ ასოს ფოთოლი ებმის, ზოგან ადამიანის სახეა ჩართული, ისინი ხშირად ტექსტშიაც იჭრებიან. შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს ამ უცნაური წიგნის ფურცლებზე ზღაპრების ფანტაზია და ხალხური იუმორიც კი შემოჭრილა. იშვიათია ხელნაწერი, სადაც კალიგრაფის ინდივიდუალობა ასე უშუალოდ და გულუბრყვილოდ იჩენდეს თავს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.435-436
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |