The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ნიკურაძე

ალექსანდრე ნიკურაძე
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1900
გარდაცვ. თარიღი:13 ივნისი, 1981  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, 1919 წლიდან ძმასთან, ივანე ნიკურაძესთან ერთად ცხოვრობდა გერმანიაშია. უკვე 1928 წლიდან იბეჭდებოდა სამეცნიერო (ფიზიკის) გამოცემებში; 1930-იანი წლებიდან მუშაობდა მიუნხენისა და ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლებში პრივატ-დოცენტად, შემდეგ პროფესორად; 1934 წელს გამოაქვეყნა ფუნდამენტური ნაშრომი "თხევადი დიელექტრიკები"; ხელმძღვანელობდა თავისივე დაარსებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, სწავლობდა ნაწილაკებს (იონებს, ელექტრონებს). გაცილებით შთამბეჭდავია მისი პოლიტიკური საქმიანობა და გეოპოლიტიკური ნააზრევი. იყო "კონტინენტალური ევროპის კვლევის ინსტიტუტი"-ს ხელმძღვანელი, საქართველოს და კავკასიის გერმანელთა საშუალებით განთავისუფლების მთავარი იდეოლოგი (კავკასიური კონფედერაცია საქართველოს წამყვანი როლით და გერმანიის პროტექტორატით), მეგობრობდა ალფრედ როზენბერგთან, რომელიც მის რჩევებს ენდობოდა. იზიარებდა ჰაუსჰოფერისა და შპენგლერის შეხედულებებს. ბევრს მოგზაურობდა ევროპაში და კითხულობდა ლექციებს. Al. Sanders -ის ფსევდონიმით არის რამოდენიმე გეოპოლიტიკური წიგნის ავტორი: "Kaukasien geschichtlicher umriss", რომელიც გერმანიაში 3 ჯერ გამოიცა, აგრეთვე "Osteuropa", და სხვა. ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრაციულ პრესაში ("ბედი ქართლისა" და სხვა.). ეხმარებოდა გერმანელთა ტყვეობაში ჩავარდნილ ქართველებს. გარდაიცვალა მიუნხენში. 1989 წელს ბატონმა გურამ შარაძემ ალექსანდრე ნიკურაძის არქივი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა. ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, გეოპოლიტიკოსი, ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

 წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.genplg.gov.ge


გააზიარე: