The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი ფანჩულიძე

ალექსი ფანჩულიძე
დაბადების თარიღი:1762
გარდაცვ. თარიღი:29 ივლისი, 1834  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

ვახტანგ VI-ის ამალის წევრის, დავით მათეს ძე ფანჩულიძის, შუათანა ვაჟი, რუსეთის არმიის გენერლების ივანე და სიმონ  ფანჩულიძეების ძმა. 1784 წელს ჯანმრთელობის გამო სამხედრო სამსახური მიატოვა და სარატოვში (სადაც მამამისიც ცხოვრობდა) ჩამოვიდა და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა; 1801 წელს დაინიშნა სარატოვის ვიცე-გუბერნატორად; 1804 წელს მიიღო "Статский Советник"-ის ჩინი; 1808 წლის მაისში დაინიშნა სარატოვის გუბერნატორად; 1810 წელს მიიღო "Действительный Статский Советник"-ის წოდება. მას ეკუთვნოდა სოფელ ბესსონოვკაში 200-მდე ყმა და სახლი სარატოვში, რომელიც შემდეგ ქალაქს გადასცა გიმნაზიისათვის. ალექსი ფანჩულიძის სახელს უკავშირდება: სარატოვის ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის აშენება, ვაჟთა გიმნაზიის (1820 წლის აგვისტო) გახსნა, თეატრისა და ტიპოგრაფიის დაარსება. 1826 წელს თანამდებობიდან გაანთავისუფლეს (სრული პანსიონის, 3 000 მანეთის, შენარჩუნებით). გარდაიცვალა თავის მამულში. მეოცე საუკუნის ბოლოს სარატოვში ძეგლი დაუდგეს. თავადი, რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, სარატოვის გუბერნატორი. 

წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.geქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზურაბ ქუთათელაძე.-თბ.,2011.-გვ.158


გააზიარე: