The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იმამყული-ხანი

იმამყული-ხანი
Legal name:უნდილაძე
Date of birth:15??
Date of death:1633
Category:Military Person

Biography

გამოჩენილი სარდალი, სახელმწიფო მოღვაწე, სეფიანთა ირანის ჯარის ყულარაღასი, ალავერდი ხან უნდილაძის შვილი. 

იყო ფარსის ბეგლარბეგი და შირაზის ხანი. მისი მეთაურობით 1623 წელს ირანელებმა პორტუგალიელები განდევნეს კუნძულ ჰორმუზიდან. ირანში ჩაატარა მასშტაბური სამშენებლო და საირიგაციო სამუშაოები, გაიყვანა გზები, არხები, ააგო ხიდები, კაშხლები. იყო მწიგნობარი. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ირანის კარზე მოღვაწე სხვა ქართველებთან: ალიყული ბეგს, როსტომ ხან სააკაძის ძმას, ჰყავდა ცოლად მისი ქალიშვილი, ხოლო მეორე ასული დაუდ-ბეგ გურჯზე იყო გათხოვილი. იმამყული ხანზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ცნობები გვხვდება სპარსულ, ქართულ და ევროპულ წყაროებში. პიეტრო დელა ვალე აღნიშნავს, რომ უმცროსი უნდილაძე მფარველობდა ქეთევან დედოფალს, ლუარსაბ მეორეს, თეიმურაზის შვილებს. იმამყული ხანი ფიგურირებს თეიმურაზ I-ის პოემაში "წამება ქეთევან დედოფლისა". დაბრალდა თავისი ძმის დაუდ-ხან უნდილაძის აჯანყებაში მონაწილეობა და შაჰ-სეფი I -ის ბრძანებით დააპატიმრეს და ყაზვინის მოედანზე სიკვდილით დასაჯეს იმამყული ხანი და მისი სამი ვაჟი – სეფიყული-ხანი (ლარის ბეგლარბეგი), ფათალი-ბეგი, ალი-ყული-ბეგი. 1990 წელს სპარსეთის ყურეში, კუნძულ ქეშმზე იმამყული ხანის ძეგლი დაიდგა.

წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.geქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.94


Share: