Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ტატიშვილი![]()
Biographyდაამთავრა ხაშურის გიმნაზია. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა პეტროგრადში, ჩაირიცხა უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. სწავლა ვერ დაამთავრა, რადგან ოქტომბრის რევოლუციამ მოუსწრო; დაბრუნდა საქართველოში, ასწავლიდა ხაშურის გიმნაზიაში, იყო ეროვნული გვარდიის აქტიური წევრი; მონაწილეობდა გვარდიის ყველა ოპერაციაში; ასრულებდა მნიშვნელოვან პარტიულ დავალებებს; გასაბჭოების შემდეგ რჩება საქართველოში და აგრძელებს პარტიულ საქმიანობას; 1928 წლიდან ემიგრაციაშია. აქტიურად თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთულ ბიუროში; იყო ნოე ჟორდანიას მიერ დაარსებული გაზეთის – "ბრძოლის გზის" ერთერთი რედაქტორი და ამავე გაზეთის მბეჭდავი; გარკვეული დროით ასრულებდა ლევილის მამულის გამგეობის ხაზინადარის მოვალეობას; იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის პარიზის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ეროვნული გვარდიის წევრი. წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |