Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბეჟან ძირკვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიოკნისი, ხულოს რაიონი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელის გემთამწყობის ფაკულტეტი 1973 წელს. 1974 წლიდან ზღვაში საქმიანობა თავდაპირველად საქართველოს საოკეანო თევზჭერის სამმართველოს ტრაულერ «Тбилиси»-ს მატროსად დაიწყო. მომდევნო წლებში იგი საოკეანო ტრაულერების «Руслан»-ისა და «Сакартвело»-ს კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწედ ცურავდა, 1977 წელს კი მეორე შტურმანად კვლავ «Тбилиси»-ზე დაბრუნდა და ამ საოკეანო ტრაულერის კაპიტნის უფროსი თანაშემწეც გახდა. 1978 წლიდან უკვე გამოცდილი შორეული ნაოსნობის შტურმანი საქართველოს საზღვაო სანაოსნოში გადმოდის და ამჯერად საქმიანობას საზღვაო-სავაჭრო ფლოტში განაგრძობს, ტანკერ «Самтредиа»-ს ჯერ მესამე, მომდევნო წლებში კი კაპიტნის მეორე თანაშემწედ ცურავდა სანაოსნოს გემებზე: «Художник Владимир Серов» (1981), «Анаклия» (1982), «Чкалов» (1983), «Аспиндза»(1988), «Илья Чавчавадзе»-სა (1991) და «Большевик Камо»-ზე, 1993 წლიდან კი ჯერ ტანკერ «Ахалцихе» -ს, 1994-1997 წლებში კი უკვე უცხოური დროშის ქვეშ მცურავი «Kobuleti»-სა და «Yusup K»-ს კაპიტნის უფროს თანაშემწედ ცურავდა. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |