The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბეჟან ძირკვაძე

ბეჟან ძირკვაძე
Date of birth:10 June, 1951
Date of death:13 January, 2006  (at 54 years)
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიოკნისი, ხულოს რაიონი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელის გემთამწყობის ფაკულტეტი 1973 წელს.

1974 წლიდან ზღვაში საქმიანობა თავდაპირველად საქართველოს საოკეანო თევზჭერის სამმართველოს ტრაულერ «Тбилиси»- მატროსად დაიწყო. მომდევნო წლებში იგი საოკეანო ტრაულერების «Руслан»-ისა და «Сакартвело»- კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწედ ცურავდა, 1977 წელს კი მეორე შტურმანად კვლავ «Тбилиси»-ზე დაბრუნდა და ამ საოკეანო ტრაულერის კაპიტნის უფროსი თანაშემწეც გახდა1978 წლიდან უკვე გამოცდილი შორეული ნაოსნობის შტურმანი საქართველოს საზღვაო სანაოსნოში გადმოდის და ამჯერად საქმიანობას საზღვაო-სავაჭრო ფლოტში განაგრძობს, ტანკერ «Самтредиа»- ჯერ მესამე, მომდევნო წლებში კი კაპიტნის მეორე თანაშემწედ ცურავდა სანაოსნოს გემებზე: «Художник Владимир Серов» (1981), «Анаклия» (1982), «Чкалов» (1983), «Аспиндза»(1988), «Илья Чавчавадзе»-სა (1991) და «Большевик Камо»-ზე, 1993 წლიდან კი ჯერ ტანკერ «Ахалцихе» -, 1994-1997 წლებში კი უკვე უცხოური დროშის ქვეშ მცურავი «Kobuleti»-სა და «Yusup K»- კაპიტნის უფროს თანაშემწედ ცურავდა.
ზღვაში საქმიანობის პარალელურად 1990 წლიდან სწავლობდა ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელში, 1994 წელს დაასრულა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია და მიიღო უმაღლესი განათლება სპეციალობით გემთწამყვანობა საზღვაო გზებზე1999 წელს უკვე გამოცდილმა შტურმანმა კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატიც მიიღო, გახდა შორეული ნაოსნობის კაპიტანი და ტანკერ «Bakradze»-ი მეთაურობა ჩაიბარა2000 წლიდან გარდაცვალებამდე შორეული ნაოსნობის კაპიტანი ბეჟან ძირკვაძე სხვადასხვა უცხოური კომპანიების გემებზე საქმიანობდა. უკანასკნელად ზღვაში იგი ბერძნული სანაოსნო კომპანია Lotus Shipping Company- ტანკერ «ESTELLA»-ზე წავიდასწორედ ამ გემზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად,  გარდაიცვალა 2006 წლის 13 იანვარს, შორეული ნიგერიის პორტ ლაგოსში. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: