The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია კვარაცხელია

ილია კვარაცხელია
Date of birth:1929
Date of death:1977  (at 48 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადეგილი: სოფელი სუფსა, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1950 წელს.

1950-1955წწ. მუშაობდა უკრაინაში, ოდესა-კიშინიოვის რკინიგზის ერთ-ერთ სარკინიგზო-სამშენებლო ორგანიზაციაში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1956-1960წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N9 სამშენებლო სამმართველოს უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1960-1977წწ. ხელმძღვანელობდა "მთავართბილმშენის" N1 და N9 სამშენებლო და თბილისის სარაიონთაშორისო კაპიტალური მშენებლობის სამმართველოებს; მონაწილეობდა თბილისის რიგი მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის, სასტუმრო "ივერიის", მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბიბლიოთეკის, ვაკის საცურაო აუზის, ქორწინების სასახლის, საცხოვრებელი მასივებისა და სხვა კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტების მშენებლობაში; არჩეული იყო ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.291

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: