Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვიქტორი მურღულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვიტირი, ქუთაისის რაიონი. ქუთაიისის ქართული გიმნაზიის დამთავრების შემდეგ 1921 წელს, ჩააბარა თბილისის უნივერსტეტში სოც-ეკონომიურ ფაკულტეტზე, მაგრამ მესამე კურსზე შეწყვიტა სწავლა, რათა დაუფლებოდა მსახიობის ხელოვნებას. 1924-1928 წწ. მუშაობდა ტრამვაის მუშათა კლუბის გამგის თანამდებობაზე და განაგრძობდა დრამწრის წარმოდგენებში მონაწილეობას. 1928 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე, პარალელურად მუშაობდა ვახტანგოვის სახელობის თეატრში რეჟისორის ასისტენტად. 1930 წელს დაინიშნა ქ. დეპელის (ბელორუსია) წითელი არმიის საგარნიზონო თეატრის ხელმძღვანელად 1931-1933 წწ. სწავლას განაგრძობს სადირექტორო ფაკულტეტზე. ამავე წელს ბრუნდება სამშობლოში და ინიშნება ქუთაისის ახალგაზრდული თეატრის დამდგმელ რეჟისორად. 1934-1942 წწ. იგი ცხინვალში მოღვაწეობს და მას დაეკისრა ოსური და ქართული დრამატული თეატრის ჩამოყალიბება, ამავე თეატრში დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 1942-1944 წწ. ბათუმის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია. 1945-1948 წწ. კი სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორია. 1949-1951 წწ. ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის დირექტორად მუშაობდა. შემდეგ ავადმყოფობის გამო განთავისუფლებულ იქნა სამსახურიდან. დადგმული აქვს 60-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის პიესა. მათ შორის აღსანიშნავია: ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი", დ. ერისთვაის "სამშობლო", ვ. გუნიას "და-ძმა", კ. კალაძის "ხატიჯე", ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა", ა. სუმბათაშვილის "ღალატი", ბ. ლავრენიოვის "რღვევა", ა. კორნეჩუკის "პლატონ კრეჩეტი", კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური" და სხვა. თარგმნილი აქვს პიესები: ა. კორნეჩუკის "პლატონ კრეჩეტი", კ. სიმონოვის "მელოდე" და სხვა. წყარო: ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1992.-გვ.40-41 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |