The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ფაილოძე

ნინო ფაილოძე
Date of birth:1960  (64 years)
Category:Economist, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტრექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1982 წელს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალობით 2006 წელს.

1982-1984წწ. მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "მიონში" ინჟინერ-ტექნოლოგად, 1984-1991წწ. ავტომატიკისა და ჰიდრავლიკის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად, ხოლო 1991 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღრიცხვა-ანგარიშების განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად. პარალელურად, ის პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა: 2004-2006წწ. უფროსი მასწავლებელი იყო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე; 2005 წლიდან კი სტუ-ს ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტში კითხულობს სალექციო კურსს: "ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებში", "ფინანსურ აღრიცხვაში", "კომპიუტერული ინფორმაციული სისტემების აუდიტში", "აღრიცხვა და აუდიტის კომპიუტერულ ტექნოლოგიებში". ეწევა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები და სახელმძღვანელოები. აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (2006), პროფესორი(2006).

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 153-154

Bibliography


Share: