Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ კვარაცხელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს. 1972-1984წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N1 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში, მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1984 წლიდან მუშაობს იმავე სამინისტროს N13 საგზაო საექსპლუატაციო უბნის უფროსად, შემდეგ კი სამმართველოს უფროსად; არის 1999 წელს მისივე თაოსნობით დაფუძნებული (ქ. ფოთში) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "გზა-მშენებელი-13"-ს გენერალური დირექტორი; მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების "სენაკი-ფოთი-სარფის", "სამტრედია-ლანჩხუთი-გროგოლეთის", "ჭალადიდი-ხორგა-ხობის", "შუა ხორგა-ყულევის" სამშენებლო სამუშაოები; ასევე განხორციელდა სახიდე გადასასვლელების, ნაპირსამაგრი ნაგებობების, ტექნიკური დანიშნულების შენობა-ნაგებობების, საკარიერო მეურნეობის ქარხანა-ბაზების მშენებლობა და არსებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები; დაჯილდოებულია საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.292 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |