The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულიკო კვაჭანტირაძე

სულიკო კვაჭანტირაძე
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1937
გარდაცვ. თარიღი:1994  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინრად; 1961-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N5 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" მოსაპირკეთებელ მასალათა კომბინატის მთავარი ინჟინერი, დირექტორი; 1981 წელს დაინიშნა ტრესტ "აგრომრეწვის" სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1983 წელს ამავე ტრესტის მმართველად; 1975-1977წწ. არჩეული იყო საბურთალოს რაისაბჭოს დეპუტატად; უშუალოდ მონაწილეობდა ქ. თბილისის საბურთალოს საცხოვრებელი მასივის მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.292


გააზიარე: