Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ კვეზერელი-კოპაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1907 წელს თბილისის პირველი კლასიკური გინმაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო სანკტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე რკინიგზის ტრანსპორტის სამიმოსვლო გზების მშენებლობის სპეციალობით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბრუნდება საქართველოში; 1915-1918წწ. გაწვეულ იქნა ჯარში (პირველი მსოფლიო ომი), მსახურობდა სამხედრო სარკინიგზო ლეგიონში, კავკასიის ფრონტზე, სამხედრო რკინიგზების მშენებლობაზე; 1916 წელს დაინიშნა კავკასიის ფრონტის სამხედრო რკინიგზის განყოფილების უფროსად მშენებლობის დარგში; 1920-1921წწ. მუშაობდა საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობის უფროსად; 1925 წლიდან იყო საქართველოს გზატკეცილების მთავარ სამმართველოში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე; ხელმძღვანელობდა სტრატეგიული მნიშვნელობის გზების მშენებლობებს - საქართველოს სამხედრო გზა, "თბილისი-ბოლნისი-სომხეთის საზღვარი", "თბილისი-მანგლისი", "თეთრიწყარო-წითელი ხიდი" და სხვა; 1937-1939წწ. იყო რეპრესირებული; გადასახლებაში ყოფნისას მუშაობდა "ბელომორ-ბალტიის" კომბინატის გზათა მშენებლობაზე ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; რეაბილიტაციის შემდეგ თბილისის საგზაო ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში ეწეოდა სამეცნიერო-პადაგოგიურ მოღვაწეობას; დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში საავტომობილო გზების, ხიდებისა და ხელოვნურ ნაგებობათა მშენებლობის განვითარების საქმეში; იყო 45 სამეცნიერო ნაშრომისა და 11 მონოგრაფიის ავტორი, მათ შორის: "მცხეთის ძველი ხიდი", "გატეხილი (წითელი) ხიდი", "საქართველოს ძველი ხიდები", "აფხაზეთის საგზაო ნაგებობანი", "თბილისის ხიდები", "საქართველოს სამხედერო გზა", "გზათა მშენებლობა საქართველოში" და სხვა; მისი ნაშრომები დაბეჭდილია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე; ბოლო ფუნდამენტური მონოგრაფია "ნარკვევები საქართველოს სამხედრო გზის ისტორიიდან" გამოქვეყნდა 1996 წელს; 1940 წლიდან იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; აქტიურად მონაწილეობდა არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.293-294; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 659-660 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |