Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზეინაბ ქარუმიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი 1971 წელს და სპი-ს დაუსწრებელი სწავლების ასპირანტურა. 1971-1979წწ. მუშობდა საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად; 1979-1982წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საშენი მასალებისა და წარმოების ტექნოლოგიის კათედრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელია; 1982-1995წწ. ტრესტ "საქკოოპმშენის" რკინა-ბეტონის ქარხანაში "სუპერპლასტიფიკატორ კმ-30" წარმოების ხელმძღვანელი იყო. 1995 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საშენი მასალებისა და ნაკეთობების კათედრაზე დაიწყო მუშაობა დოცენტად, შემდეგ პროფესორის თანამდებობა დაიკავა. ის პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას ეწევა. არის ორი საავტორო მოწმობის ავტორი, გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია, რეკომენდაციები და ერთი მონოგრაფია. ზ. ქარუმიძე საქსტანდარტის აკრედიტაციის ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტია და მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებთან. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1990). წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.159-160 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |