The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ მელაძე

დაბადების თარიღი:26 მარტი, 1912
გარდაცვ. თარიღი:1981  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა სოხუმის ქართული სკოლა.

პირველად სცენაზე გამოვიდა 1928 წელს. 1936 წელს მიწვეულ იქნა მსახიობად სოხუმის თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მაიკო (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), კნეინა ჩიტუნია (შ. დადიანის "გუშინდელნი"),  ვარო (ა. ცაგარელის "ციმბირელი"),  ელისო (მ. მრევლიშვილის "ხარატაანთ კერა"), მონავარდისა (გ. ერისთავის "ძუნწი"), მიშკა (ნ. გოგოლის "რევიზორი"), გოგონა (გარსია ლორკას "სისხლიანი ქორწილი") და სხვა.

წყარო: ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1992.-გვ.42

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: