Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელისე პატარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაკარევი. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია 1917 წელს. შემდეგ ჩაირიცხა თბილისის ახლადგახსნილ უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი და მთავარი კომიტეტის მდივანი; თნამშრომლობდა პარტიის ორგანო "საქართველოში"; იყო ედპ-ს დამფუძნებელი ყრილობის დელეგატი ბათუმის ოლქიდან. წითელი არმიის შემოჭრისას იბრძოდა ტაბახმელაში და კოჯორში; 1921 წელს ემიგრაციაში არ წასულა. აქტიურად თანამშრომლობდა ანტიბოლშევიკური აჯანყების ორგანიზატორებთან, "დამკომთან"; აჯანყების დამარცხების შემდეგ შალვა ამირეჯიბთან ერთად დატოვა საქართველო. ემიგრაციაში ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობას. მისი დამსახურებაა, რომ ვალენტინში ამოქმედდა ქართული სტამბა (დიმიტრი სინჯიკაშვილთან ერთად). ამ სტამბაში გამოიცა ალექსანდრე ასათიანის, ზურაბ ავალიშვილის წიგნები. აქვე იბეჭდებოდა "სამშობლო” და "მხედარი”. 1930 წლიდან მსახურობდა საავტომობილო ფირმა "პეჟოს" ბიუროში, პარიზში. ელისე პატარიძე იყო პარიზის ქართული ეკლესიის ერთერთი დამაარსებელი, სამრევლო საბჭოს მდივანი. გარკვეული ხნით იყო ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე (შალვა აბდუშელიშვილის შემდეგ). ლევან ზურაბიშვილთან ერთად დააარსა "ქართული ეროვნული ცენტრი". მეორე მსოფლო ომის დამთავრების შემდეგ ხელმძღვანელობდა "ივერიას" (მისი დამაარსებელი – ალექსანდრე ასათიანი ესპანეთში იყო). საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატი, გამომცემელი. წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |