Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ სალაყაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი თეკლათი, სენაკის მაზრა. დაამთავრა ელექტროტექნიკის ინსტიტუტი ბელგიაში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო თვითმმართველობის, საბიუჯეტო-საფინანსო და გარეშე საქმეთა კომისიების წევრი. იყო ერობათა ცენტრალური ბიუროს თავმჯდომარის ამხანაგი; სენაკის მაზრის ერობის გამგეობის თავმჯდომარე. 1940 წელს მიავლინეს საფრანგეთში მყოფ პოლონეთის დევნილ მთავრობასთან საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლად. 1940 წლის 14 ივნისს, გერმანული არმიის მიერ პარიზის დაკავების შემდეგ, არ გაჰყვა პოლონეთის დევნილ მთავრობას ინგლისში და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 1948 წელს მისი ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.355 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |