Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა კვინტრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1958 წელს. 1953 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; მუშაობდა საბჭოთა კავშირის სამრეწველო გაერთიანება "გიპროელექტროს" საქართველოს ფილიალში ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში კონსტრუქტორად, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილებაში უფროს ინჟინრად; 1959-1970წწ. იყო პარტიულ სამუშაოებზე; 1970-1982წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "ორგტექმშენს"; 1982-1986წწ. მშენებლობის სამინისტროს ცენტრალურ სამეცნიერო-საკვლევ სადგურს; 1986-1990წწ. საქართველოს სამშენებლო გაერთიანება "აგრომშენის" მშენებარე ობიექტების დირექციას; 1996-2000წწ. საქართველოს პარლამენტთან არსებულ აუდიტორული საბჭოს კადრების განყოფილებას; 2008 წლიდან თავმჯდომარეობდა ვეტერანთა და პენსიონერთა პროფკავშირების ვაკე-საბურთალოს განყოფილებას; იყო სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.294 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |