Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ კვირაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. მუშაობდა ცეკავშირის მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, ოზურგეთისა და ზუგდიდის რაიონების რაიონების საზოგადოებრივ მეურნეობაში; 1967 წელს დაინიშნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სენაკის N2 სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1981 წელს სამმართველოს ბაზარზე ჩამოყალიბებული სენაკის N2 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მმართველად; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი დასავლეთ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებაში; საბჭოთა მეურნეობისა და კოლმეურნეობებში ხელმძღვანელობდა მესაქონლეობის კომპლექსების, ადმინისტრაციული შენობების, შიდა გზების, მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოების, კლუბების, დასასვენებელი და საცხოვრებელი სახლების მშენებლობას დაჯილდოებული იყო როგორც საქართველოს სსრ, ასევე, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმების საპატიო სიგელებითა და მედლებით; ორგზის იყო არჩეული სენაკის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს დეპუტატად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.294-295
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |