Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ კვირიკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1947 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საბჭოთა კავშირის მიმოსვლის გზათა სამინისტროში ინჟინრად; მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ხიდების და კონსტრუქციების, მასალათა გამძლეობისა და სამშენებლო მექანიკის კათედრებზე; 1960 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში წამყვან მეცნიერ-მუშაკად; 1981 წელს არჩეული იყო სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციების ლაბორატორიული გამოცდის და შესწავლის საერთაშორისო კავშირის "რილემის" კომიტეტის წევრად; 1977 წელს მშენებლობის დარგში სოციალისტური სახელმწიფოების ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს ექსპერტად; იყო საშენი მასალების სიმტკიცისა და დეფორმაციული მახასიათებლების მეთოდების შედგენის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი 90 გამოქვეყნებული (მათ შორის საზღვარგარეთ) სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მონაწილეობდა არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობაში; მისი სამეცნიერო შრომები არაერთხელ იქნა აღნიშნული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით. ტექნიკის მეცნიერებატა დოქტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.295 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |