The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ კვირკველია

თენგიზ კვირკველია
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1929
გარდაცვ. თარიღი:25 აპრილი, 1994  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1949 წელს; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1956 წელს.

1949-1951წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტში კათედრის ასისტენტად; 1951-1955წწ. მოსკოვის ქალაქგეგმარების ს/კ ინსტიტუტში არქიტექტორად, პროექტის მთავარ არექიტექტორად;1955 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (1991 წლიდან – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის კათედრაზე (1969 წლიდან არქიტექტურის ფაკულტეტი). 1983–1994წწ. იყო სამოქალაქო და სამრეწველო შენობების არქიტექტურის კათედრის გამგე. იყო რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრის დოცენტი; 1956-1994წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში "თბილქალაქპროექტი" და "მოსპროექტი", ასევე, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საპროექტო ბიუროს პროექტის მთავარ არქიტექტორად; მისი ძირითადი ნამუშევრებია: მოსკოვის კრემლის საავადმყოფოს ნერვულ დაავადებათა და ბავშვთა საავადმყოფოს ლაბორატორიული კორპუსები, საცხოვრებელი სახლები ქ. რუბცოვოში, სოხუმის რესპუბლიკური ბიბლიოთეკა, სამამულო ომში დაღუპულთა ძეგლი აბაშის რაიონში და მრავალი სხვა; პროფესორი; 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორისაა "ქართულ-რუსული არქიტექტურული განმარტებითი ლექსიკონი", მონოგრაფიები "თბილისი", "ნარიყალა" და სხვა) ავტორი. არქიტექტურის დოქტორი (1976), პროფესორი (1976).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.295;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 15

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, პასუხისმგებელი მდივანი
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: