The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე კვიტატიანი

ალექსანდრე კვიტატიანი
Date of birth:24 July, 1946  (78 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლევახანე, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურისა და ქალაქ გეგმარების სპეციალობით 1969 წელს.

1972-1984წწ. მუშაობდა "საქქალაქმშენსახპროექტის" სოხუმის ფილიალში არქიტექტორად, სახელოსნოს ხელმძღვანელად; 1981-1989წწ. ქ. სოხუმის მთავარი არქიტექტორი იყო; 1972-1978წწ. მისი ძირითადი ნამუშევრებია: სასტუმრო გაგრაში 444 ადგილზე, ოჩამჩირის გენერალური გეგმა; 1975-1982წწ. სოხუმის გენერალური გეგმა; 1978-1982წწ. "ავტო-ვაზის" დასასვენებელი კომპლექსი 300 ადგილზე გულრიფშის რაიონში, "ПВО-МО" საძილე კორპუსი 320 ადგილზე სოხუმში; 1986 წელს საქართველოს თეატრალური საზოგადოების დასასვენებელი სახლი სოხუმში; 1985-1988წწ. სასტუმრო "აფხაზეთის" და სასტუმრო "რიწის" რეკონსტრუქცია ქალაქ სოხუმში; 1988 წელს სოხუმის "შუქურას" რაიონის დეტალური დაგეგმარება და სხვა; მონაწილეობდა მრავალ კონკურსსა და გამოფენაში; 1993 წლიდან აფხაზეთის ომის შემდეგ ის ქ. თბილისშია და აქტიურად აგრძელებს არქიტექტურულ მოღვაწეობას; კერძოდ, მისი ნაშრომების ჩამონათვალს შეემატა საქართველოს საპატრიარქოს ახალი კომპლექსის საპროექტო წინადადება (2006-2007წწ.); ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები თბილისში, წყვეთში, საგურამოში, წეროვანში, რაჭასა და სამეგრელოში; ასევე საოფისე და კომერციული შენობები და ინტერიერის დიზაინი სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში (მარნეულში, ბაკურიანსა და სტეფანწმინდაში); 1985-1990წწ. მონაწილეობდა კავშირის ყრილობებში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.296; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 16

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1976-)

Share: