The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ქუთათელაძე

რუსუდან ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:1962  (63 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართელოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1984 წელს და  საერო ინსტიტუტი "გაენათი" საგარეო ეკონომიური ურთიერთობების სპეციალობით 1996 წელს.

1984 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე, სადაც მან განვლო გზა უმცროსი მეცნიერ-მუშაკიდან, ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანამდე. რ. ქუთათელაძეს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია და სახელმძღვანელოები. მას არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2006), პროფესორი. ტექნიკური უნივერსიტეტის  წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის გადაეცა უმაღლესი ჯილდო -  ოქროს მედალი (14. 02. 2025)

სადისერტაციო თემა - "ოპტიკური სიგნალებით წარმოდგენილი ინფორმაციის გარდაქმნა - დამუშავების მეთოდები და საშუალებები". 

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 164-165

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოციალურ-ეკონომიკურ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემია, წევრ-აკადემიკოსი (2008-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: