შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანანია სალუქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 1905 წელს შევიდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციაში", წევრად. 1908 წლიდან 1910 წლის ნოემბრამდე იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის გურიის კომიტეტის ხელმძღვანელი. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამეურნეო-საგამგეო და სამხედრო კომისიების წევრი. 1921 წლის ბოლოდან იყო ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ფრონტის შექმნის მიზნით პარტიათა შორის მოლაპარაკებების პროცესის აქტიური მონაწილე. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.356 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |