შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი კიზირია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1959წწ. მუშაობდა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარ სამმართველოს ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში მასწავლებლად, 1950-1953 წლებში - შინაგან საქმეთა სამინისტროს N12 ხიდმშენებელი რაიონის საწარმოო-საგეგმო განყოფილების უფროსად, 1953-1955 წლებში - გზებისა და ხიდების საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ ''სოიუზდორპროექტის'' თბილისის ფილიალში უფროს ინჟინრად, 1955-1958 წლებში მოსკოვის სატრანსპორტო მშენებლობის საპროექტო და სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის - ''სოიუზტორნიის'' ასპირანტია, 1956-1960 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია, 1960-1962 წლებში - კუნძულ კალიმანტანის (ინდონეზია) საგზაო ექსპედიციის ინჟინერია, სადაც მისი აქტიური მონაწილეობით ათეული კილომეტრის სიგრძის საავტომობილო გზა იქნა გაყვანილი. 1985 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის განყოფილების გამგეა, 1985-2001 წლებში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდებისა და გვირაბების კათედრის გამგე. 130 სამეცნიერო (მათ შორის 64 ერთეული) ნაშრომის, რამდენიმე მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოს (უმაღლესი სასწავლებლებისათვის) და 10-მდე გამოგონების ავტორია; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20-ზე მეტი დისერტაცია; საფუძველი ჩაუყარა სამშენებლო მექანიკის ახალ მიმართულებას კონსტრუქციათა გაანგარიშებას მასალების დეფორმაციის გათვალისწინებით; ხელმძღვანელობდა სამოქალაქო-სატრანსპორტო ნაგებობების ახალი კონსტრუქციებით დაპროექტება-მშენებლობას (დიღმის ხიდი, "ლაჯანურჰესის" კაშხალი, ვახუშტის სახელობის ხიდი და სხვა); მონაწილეობდა შენობა-ნაგებობათა ავარიების ექსპერტიზისა და აღდგენით ღონისძიებათა შემუშავებაში; განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი ღვაწლი ბეტონის ცოცვადობის თეორიისა და გაანგარიშების მეთოდების დამუშავებაში; შეიმუშავა ცოცვადობის მოვლენის ამსახველი ისეთი გამოსახულება, რომელიც აერთიანებს მანამდე არსებულ თეორიებს, როგორც კერძო შემთხვევებს და რომელიც საფუძვლად დაედო ხანგრძლივი დეფორმაციების გათვალისწინებით ნაგებობათა გაანგარიშების მისეულ მეთოდიკას. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.298; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.158; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.133; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 22 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |