შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ემზარ კიზირია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაესაკოვო, აბაშის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით 1973 წელს. 1973-1995წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" N6 არქიტექტურულ სახელოსნოში ინჟინერ-კონსტრუქტორად, პროექტისა და სახელოსნოს მთავარ კონსტრუქტორად; 1990 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა სრულიად საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრთან; 1992 წელს დაინიშნა ცენტრის მთავარ ინჟინრად, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტის მთავარ ინჟინრად, მთლიანი კომპლექსის აღმშენებლობის შემოქმედებითი გაერთიანება "კათედრალის" მთავარ ინჟინრად; 1999 წელს აირჩიეს სააქციო საზოგადოება "საქქალაქმშენპროექტის" გენ. დირექტორად; 2001 წელს გადავიდა შემოქმედებითი გაერთიანება "კათედრალის" დირექტორის თანამდებობაზე; 2005 წლიდან მუშაობს საპროექტო-სამშენებლო ფირმა "კაპიტელის" დირექტორად; მისი უშუალო ხელმძღვანელობით (ინჟინერ-კონსტრუქტორი) დაპროექტდა და აიგო ოცდაათზე მეტი მნიშვნელოვანი საეკლესიო დანიშნულების ობიექტი; ხელმძღვანელობდა მიუსერის დასასვენებელი კომპლექსის ("ჩაიკა"), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (ბობოყვათში), საქართველოს, უკრაინისა და საკავშირო საგეგმო კომიტეტის (ბიჭვინთაში), საქართველოს სახელმწიფო ბანკის დასასვენებელი სახლების, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი ვანტური ხიდის (მდ. ვერეზე), საცხოვრებელი სახლების (თბილისში, ნიკოლაძისა და ყიფშიძის ქუჩებზე, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში), სახალხო სასამართლოს შენობის (ბორჯომში), საბაჟო გამშვები პუნქტის (ახალციხეში), დასასვენებელი კოტეჯების (ურეკსა და წყალტუბოში), წმინდა გიორგის, მირქმის, ამაღლების (თბილისში), კვირაცხოვლის ტაძრებისა (სურამში) და სხვა ობიექტების პროექტირებასა და მშენებლობას, საქართველოს ეროვნული ბანკის აღდგენა-რეკონსტრუქციას (თბილისში), სამების საკათედრო ტაძრის კონსტრუქტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.299; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.41 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |