Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან ქუთათელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1982 წელს და საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტი ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრატურა სპეციალიბით "პროექტების მენეჯმენტი" 2007 წელს. 1982-1983წწ. მუშაობდა სპი-ის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე ტექნიკოსად, კომკავშირის კომიტეტის მდივნად; 1983-1991წწ. იყო ხელმძღვანელ კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე; 1991-1992წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდებისა და გვირაბების კათედრაზე ლაბორანტად მუშაობდა; 1992-2006წწ. რკინიგზის ტრანსპორტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრაზე ჯერ ასისტენტი, შემდეგ კი მეცნიერ-თანამშრომელი იყო; 1996-2004წწ ასრულებდა ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის მოვალეობას სოციალურ საკითხებში, საიდანაც ის საკუთარი განცხადებს საფუძველზე განთავისუფლდა. 2004-2006წწ. იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების პროფესიული კავშირის ვაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2006-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციული მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოც.პროფესორი, ბიზნესის ადნიმისტრირების საბაკალავრო პროგრამის ოპერაციათა მენეჯმენტის მოდულის ხელმძღვანელია. პარალელურად, 2012 წლიდან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მენეჯმენტის მიმართულების სრული პროფესორის თანამდებობა უკავია. ინჟინერ-სისტემოტექნიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2006), აკადემიური დოქტორი. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.165-167; დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პორტალი: eta.edu.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |