შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ კიკალეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1957 წელს. 1957-1967წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენში" ოსტატად, უბნისა და სამმართველოს უფროსად; 1968-1973წწ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში უფროსის მოადგილედ მიწისზედა ნაგებობების ექსპლუატაციის დარგში; 1974 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მშენებარე ობიექტების გაერთიანებული დირექციის ზონალურ და მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის სამმართველოებს; მონაწილეობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის (თბილისში), მრავალი სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სოციალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.300 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |