The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი კიკაჩეიშვილი

გივი კიკაჩეიშვილი
Date of birth:27 November, 1927
Date of death:2009  (at 81 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სპეციალობით 1951 წელს.

1964-1966წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახგიპროშახტში" და "საქქალაქმშენპროექტში" ინჟინერ-დამპროექტებლად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, "საქქალაქმშენპროექტში" - განყოფილების უფროსად; 1966-1971წწ. საქართველოს ენერგეტიკის ს/კ ინსტიტუტში - უფროს მეცნიერ-მუშაკად; 1978-1992წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის დოცენტი, საპროექტო ინსტიტუტ "საქსახკომუნმშენპროექტის" დირექტორი; 1982-2000წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალმომარაგებისა და წყალარინების კათედრას; წყალმომარაგების სისტემების ოპტიმიზაციის მის მიერ შემუშავებულმა მეთოდმა დიდი პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა რიგ საპროექტო ინსტიტუტებში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტების დამუშავებაში; მას ეკუთვნის საქართველოს ქალაქებისა და რაიონული ცენტრების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მეცნიერული და საინჟინრო პრობლემების გადაწყვეტა; პროფესორი, ბიზნეს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; გამოქვეყნებული ჰქონდა 65-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია და 4 სახელმძღვანელო. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.300; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.111

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი
    საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის
  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Bibliography


Share: