The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტიტე კიკაჩეიშვილი

ტიტე კიკაჩეიშვილი
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1923
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 2009  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს.

1952-1953წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს საავტომობილო გზების მთავარი სამმართველოს ("სუშოსდორი") დუშეთის საგზაო უბნის ოსტატად; 1961-1966წწ. N12 და N13 სამშენებლო უბნების მთავარ ინჟინრად; 1961-1966წწ. N5 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1966-1986წწ. საგზაო სარემონტო-სამშენებლო ტრესტის მმართველად; მონაწილეობდა მრავალი საგზაო ობიექტის, მათ შორის, ავტოსაგზაო მაგისტრალების: თბილისის აეროპორტის, რიკოთის უღელტეხილის, "ზესტაფონი-ქუთაისის", "გომი-საჩხერის", "თბილისი-მარნეულის", "ჯვარი-მესტიის", "ხაშური-გორის" მონაკვეთების, ცალკეული სახიდე გადასასვლელების, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობაში; დაჯილდოებულია "1941-1945 წლებში სამამულო ომში გამარჯვების" საიუბილეო მედლით, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.301

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: