Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლუკა მელუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პარიზი. მელუა ლუკა, ლუსიან. (MÉLOUA LUCIEN, LUC), ფრანგი ინჟინერი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა პარიზში წარმოშობით ქართულ ოჯახში. დედამისი იყო წარმოშობით გორელი მარიამ ბარნოვი. ის საფრანგეთში მის ოჯახთან ერთად ჩავიდა 1923 წელს, საბჭოთა რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ; მამამისი, წარმოშობით ოზურგეთელი მირიანი ლტოლვილობაში წავიდა 1924 წლის ქართული ეროვნული აჯანყების შემდეგ; სავინი სურ ორჟის ლიცეუმში სწავლის შემდეგ ლუკა სასწავლებლად შევიდა პარიზის აერონავტიკისა და ავტომობილთა კონსტრუქციის ტექნიკურ სკოლაში; ხელოვნებათა და ხელობათა კონსერვატორიაში და მომარაგების უმაღლეს სკოლაში სწავლის შემდეგ მან ქართული ენა ისწავლა ჟორჟ შარაშიძისგან აღმოსავლური ენების სკოლაში (ეხლა ინალკო). თავისი პროფესიული კარიერის ძირითადი ნაწილი მან გაატარა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ბრეტინი სურ ორჟის საფრენოსნო ცენტრში, სადაც სცდიდნენ და კვალიფიკაციას აძლევდნენ სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებს; თამანშრომლობდა რეგიონალურ პრესასთან და განსაკუთრებით ჟურნალთან "Sport-Auto"-სთან; არის ავტორი წიგნისა მექანიკაზე; 2001 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი "ქართველები ლევილის გზაზე". 2003 წელს თავის ძმასთან, მირიანთან ერთად დაწერა წიგნაკი "ლევილ სურ ორჟი და საქართველო, საერთო ისტორია"; 2003 წელს მან, მისმა ძმა მირიანმა და კლოდ პარმენტიემ დააარსეს "ლევილ სურ ორჟის ფრანგულ-ქართული დღეები", რომლებიც ტარდება დღესაც; 2007 წელს მან ინტერნეტით დაიწყო საინფორმაციო ბიულეტენის, "Georgian News" გამოშვება ფრანგულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. წყარო: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |